ოთხფეხა გმირი: ტაბახმელაში ძაღლმა 5 წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა
იცით, ვისი იმედი უნდა გქონდეთ, თუ ახლომახლო შხამიან გველს შენიშნავთ? ერთგული ძაღლების, რომლებიც მზად არიან, საშიშროების მიუხედავად, იზრუნონ პატრონებზე.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ ახლახან მომხდარი ამბავი საზოგადოებას ფეისბუქით გაუზიარა: ტაბახმელაში 5 წლის ბიჭი ძაღლმა შხამიანი გველის ნაკბენისგან იხსნა. პოსტს სტატიის დაწერის მომენტისათვის 7 000-ზე მეტი მოწონება და 2 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.
ჩვენ დეტალების დასაზუსტებლად ძაღლის პატრონს, სვიმონ ჯანგულაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც მოგვიყვა, რომ ამ ისტორიას მეორე გმირიც ჰყავს.
"ვცხოვრობთ ტაბახმელაში, ჩვენი სახლი დასახლების განაპირასაა და იმისიქით პირდაპირ მინდორი იწყება. ძალიან რომ ცხელა, ეზოში რამდენჯერმე შემოვიდნენ ქვეწარმავლები. ეს, მგონი, მეექვსე შემთხვევა იყო. მყავს ორი ძაღლი, ჰასკი ლაქი და მეტისი სანი. ეს ძაღლები იცავენ სახლს და ეზოს. დილით მოგვესმა ყეფა, ბავშვი იყო გასული ეზოში და უცებ ჩვენკენ გამოიქცა. ვერ მიხვდა ოღონდ, რა ხდებოდა. დავინახეთ, რომ ძაღლებს გველი ჰყავდათ მომწყვდეული. საკმაოდ მსხვილი ქვეწარმავალი იყო და თავი ჰქონდა ისეთი, რომ მივხვდით, რომ შხამიანი იქნებოდა. ეს ბრძოლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. რაღაც მომენტში ლაქი უკან გადმოხტა და მივხვდით, რომ გველმა უკბინა. დავრეკეთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. მალევე წამოვიდნენ, მაგრამ თბილისიდან ტაბახმელამდე გზას მაინც დრო უნდა. რომ მოვიდნენ, თქვეს, გიურზა არისო. ძაღლი ეგრევე გავაქანეთ კლინიკაში, აცრეს და მკურნალობა ჩაუტარეს. ახლა სახლში გვყავს უკვე და ნემსებს ვუკეთებთ, მაგრამ უკეთესადაა და არაფერი დაშავებია. ლაქი როცა მაჩუქეს, ლეკვი იყო. ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ერთი წამით არ ჩერდება. სულ ეზოშია. ძალიან ერთგულია და ფაქტობრივად, გადაეფარა ბავშვს. გადაგვარჩინა"
გიურზა საქართველოში გავრცელებული ყველაზე შხამიანი გველია. მისი ნაკბენი ხშირად სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. ტაბახმელაში გიურზები აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ და მათი გამოჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, უჩვეულოდ ცხელი ზაფხულია.
ფოტო: სვიმონ ჯანგულაშვილი
ლაქის ახლა სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრია აქვს, რომელიც მალე გაუვლის. მის მიერ ჩადენილი გმირობა კი გადარჩენილ პატარასა და მისი ოჯახის წევრებს სამუდამოდ ემახსოვრებათ.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
კომენტარები