აჭარაში ერთ ოჯახში Covid-19-ის 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც
კორონავირუსის დღეს დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან 5 აჭარაში, ერთ ოჯახში გამოვლინდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია და საქართველოში ლარსის გავლით 2 ივლისს შემოვიდა.
"ჩვენი ინფორმაციით, საზღვარზე იყო გატესტილი და ჰქონდა უარყოფითი პასუხი. ის სამ რიცხვში იმყოფებოდა ერთი დღით თავის ოჯახში, ვიდრე შემდეგ მარშრუტს განახორციელებდა. როცა თურქეთიდან დაბრუნდა [9 ივლისს], უკვე ჩვენთან, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სწრაფი ტესტით იქნა გამოვლენილი დადებითი პასუხი, რაც PCR ტესტით დადასტურდა", — ამბობს ნიჟარაძე.
რაც შეეხება მძღოლის ოჯახის ხუთ წევრს, ინფიცირებულებს შორის ორი ბავშვია — ერთი ოთხი წლის და მეორე წლამდე ასაკის. მინისტრის მოადგილის თქმით, მათ ერთჯერადად დაუფიქსირდათ ცხელება. რაც შეეხება ოჯახის კიდევ სამ წევრს, ისინი საშუალო ასაკისანი არიან და როგორც ნიჟარაძე ამბობს, "პრაქტიკულად არანაირი ჩივილი არ აქვთ".
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ უკვე აღრიცხულია მძღოლთან ახლო კონტაქტში მყოფი 18 ადამიანი, მისი ოჯახის 5 წევრი სწორედ მათ შორის იყო. ნიჟარაძის თქმით, სხვებს ამ დროისთვის ვირუსი დადასტურებული არ აქვთ და მკაცრ იზოლაციაში იმყოფებიან. სამინისტრო აგრძელებს სხვა კონტაქტების მოძიებასაც.
სატვირთო მანქანის მძღოლი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. იქვე მოათავსეს მისი ოჯახის ერთი წევრიც. ხოლო ორი ბავშვი და ორი ზრდასრული თბილისში გადმოიყვანეს.
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
კომენტარები