დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სამ ადამიანს კორონავირუსი საკარანტინე სივრცეებში დადასტურდა და ყველა იმპორტირებული შემთხვევაა, დანარჩენი 5 კი, დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ადამიანია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 981 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 851, ხოლო გარდაცვლილია — 15. კარანტინის რეჟიმში 4 851 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: