შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, მათი თანამშრომელი გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.