ნობელის კომიტეტის 5 სკანდალური გადაწყვეტილება
ნობელის პრემიერა მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ჯილდოა, რომელსაც ხელოვნებაში, მეცნიერებასა და პოლიტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 1901 წლიდან გასცემენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქიმიის, ლიტერატურის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის ან მედიცინის და მშვიდობის დარგში გამარჯვებულს სპეციალური ჟიური ავლენს, რაც ამ კანდიდატის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით ერთიორად ზრდის, ამდენწლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა.
ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ:
1. ბარაკ ობამა — 2009 წელი
აშშ-ის პრეზიდენტად გახდომიდან ცხრა თვის შემდეგ ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა "განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომ გაეძლიერებინა საერთაშორისო დიპლომატია და თანამშრომლობა ხალხებს შორის". მართალია, The New York Times-მა ამ გადაწყვეტილებას "გასაოცარი სიურპრიზი" უწოდა, თუმცა სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ობამამ დაუმსახურებლად მიიღო პრიზი — ის ნომინანტად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებიდან 12 დღეში განიხილეს, რის გამოც ბევრი ნობელის კომიტეტს პოლიტიკური სარჩულის გამო აკრიტიკებდა.
2. იასირ არაფატი — 1994 წელი
პალესტინელ იასირ არაფატს ისრაელთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების გამო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს, თუმცა ბევრი ამას კრიტიკულად შეხვდა: ოპონენტები მას ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებდნენ და მასაც "ტერორისტად" მოიხსენიებდნენ.
3. ვანგარი მაატაი — 2004 წელი
2004 წელს ვანგარი მაატაი პირველი აფრიკელი ქალი გახდა, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა: ის კენიაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული ქალების უფლებების მხარდაჭერისთვის მშვიდობის დარგში დააჯილდოვეს. თუმცა მისი გამარჯვება ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქმულმა მოსაზრებამ დაჩრდილა, სადაც ამბობს, რომ აივ-ინფექცია ევროპულმა სახელმწიფოებმა აფრიკის მოსახლეობის შესამცირებლად შექმნეს.
4. ბობ დილანი — 2016 წელი
ერთ-ერთი ყველაზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით სავსე დისკუსია ნობელის კომიტეტის 2016 წლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როცა ლიტერატურის დარგში ბობ დილანი დააჯილდოვეს: ის პირველი მუსიკოსი გახდა, ვინც ეს პრემია მიიღო. კრიტიკოსები ამ გადაწყვეტილებას შეუსაბამოს უწოდებდნენ, რადგან სხვადასხვა დროს უამრავი მნიშვნელოვანი ავტორი "ვერ შეამჩნია" ნობელის კომიტეტმა, ამჯერად კი ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მომღერალი დააჯილდოვეს.
5. პეტერ ჰანდკე — 2019 წელი
ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე ლიტერატურის დარგში ჯერჯერობით ბოლო ლაურეატია, რომლის გამარჯვება ცნობილ მწერლებთან ერთად, სხვადასხვა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმაც გააკრიტიკეს: ჰანდკეს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი აზრი 90-იან წლებში იუგოსლავიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების შესახებ და ის ხშირად უარყოფდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილ მოვლენას, როცა ათასობით მუსლიმი ბოსნიელი მოკლეს. ის ასევე სერბეთის ომის საერთაშორისოდ აღიარებული კრიმინალის, სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებაზე სიტყვით საჯაროდ გამოვიდა. სწორედ ამის გამო ბევრი ფიქრობს, რომ მისთვის მსგავსი პატივი არ უნდა მიეგოთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები