დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიას თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები გაწვეული იქნება იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის.

რაც შეეხება ინტერნეტოპერატორებს, როგორც კაკულია ამბობს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები.

"კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან", — განაცხადა კაკულიამ.

დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის სხდომაზე ელექტრონული კომინიკაციებისა და მაუწყებლის შესახებ კანონებში შესატანი ცვლილების განხილვა გაიმართა. დეპუტატებთან ერთად განხლივას ესწერებოდნენ კანონპროექტის ინიციატორი — კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიის ხელმძღვანელი, კახა ბექაური, მაუწყებლებისა და არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე წარიმართა. ბექაური მედიის წარმომადგენლებს უმტკიცებდა, რომ ცვლილებები არ შეეხება მაუწყებელს და ეს ინფორმაცია ტყუილია. ამავდროულად, ჯანგირაშვილი მოუწოდებდა პარლამენტს, რომ გაიწვიონ ცვლილებები და მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებდა.

ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.