უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზაევმა 6 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს 27 ქვეყნის მოქალაქეები მის ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ინფორმაციას RFL ავრცელებს.

ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ფინეთი, შვეიცარია და იაპონია. მათ მოქალაქეებს 30 დღის განმავლობაში ტურისტული მიზნებით შეუძლიათ უზბეკეთში იმოგზაურონ.

განკარგულების მიხედვით, უზბეკეთში უვიზოდ იმოგზაურებენ შემდეგი ქვეყნების 55 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც: ამერიკა, ბელგია, საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ინდონეზია, ჩინეთი, მალაიზია, ვიეტნამი და ისრაელი.

ტურისტებს ქვეყანაში შესვლისას 50 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ცვლილება ძალაში 2017 წლის პირველი აპრილიდან შევა.

შავკატ მირზაევი პრეზიდენტად უზბეკეთში 4 დეკემბერს აირჩიეს.