პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვარშავის საჯარო სივრცეებში ავტორიტარული მმართველობის საპროტესტო პოსტერები გამოჩნდა. პოსტერებზე გამოსახულია პოლიციელი, რომელიც გამვლელებს თითით სიჩუმისკენ მოუწოდებს.

პოსტერი, სახელად სიჩუმე, მადრიდში მცხოვრებმა ნახატების კოლექციონერმა, Democracia-მ შექმნა და ვარშავის ხელოვნების ბიენალეზე გაიტანა. სიჩუმე პოლონეთის დედაქალაქის მეტროს სამ LED ეკრანზე და სხვა საჯარო სივრცეებში გვხვდება. წელს, ცოტა უფრო ადრე, ნამუშევარი ჰიუსტონში, სანტიაგოსა და ლონდონში მზარდი ავტორიტარიზმის გასაპროტესტებლად წარედგინა.

პოსტერები ძალიან სადავო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოჩნდა. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან ქვეყნის მიმდინარე მემარჯვენე პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ვარშავის ლიბერალი მერი რაფალ ტშასკოვსკი. ხმის მიცემის პირველი რაუნდი 2020 წლის 28 ივნისს გაიმართა, სადაც დუდამ ხმების 43.5% მიიღო, ტშასკოვსკიმ კი — 30.5%. არჩევნების მეორე რაუნდი 12 ივლისს შედგება.

ტუჩებთან თითის მიტანის ჟესტი საბჭოთა და ამერიკულ სახელმწიფო პროპაგანდაში ისეთ ფრაზებთან ერთად გამოიყენებოდა, როგორებიცაა "დუმილი ნიშნავს უსაფრთხოებას" ან "არ ისაუბრო". ეს ჟესტი შემდეგ ინსტიტუციონალიზებული ავტოკრატიული ძალაუფლების სიმბოლოს სახით გახდა პოპულარული და მას 1950-იანების პოლონეთში პოსტერების დიზაინერი, ვოიტეკ ფანგორი, აგრეთვე სხვა არტისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ ამ დატვირთვით იყენებდნენ.

ვოიტეკ ფანგორის 1950-იანების პოსტერი

ფოტო: Wojciech Fangor