ქართული ოცნების არაადეკვატურობის და მავნებლობის ლოგიკური შედეგი — ბადრი ჯაფარიძე აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება. კანონპროექტში შესული შესწორება საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს.
"საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის ლოგიკური შედეგია, რომ დღეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი გაყინა. ქართული ოცნების არაადეკვატურმა და მიზანმიმართულმა მავნებლურმა მოქმედებებმა ქვეყნიდან გააძევა ინვესტორები და მოახდინა ინვესტიციების ექპროპრიაცია. სამწუხაროდ, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ჩვენ მივიღეთ სანქციები კონგრესის წარმომედგენლობითი პალატის მხრიდან. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის და მავნე ჯაჭვური ქმედებების შედეგი", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს და მის დემოკრატიულობას, ლელოს ლიდერი დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლების დაპირების არ სჯერა, რადგან ისინი დაპირებებს არ ასრულებენ.
"დღევანდელი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იქნება განსაკუთრებულად დემოკრატიული არჩევნები, რა თქმა უნდა, კარგია, უბრალოდ ჩვენ ამ ხელისუფლების დაპირების არ გვჯერა, ეს ხელისუფლება, როგორც წესი დაპირებას არ ასრულებს. ერთადერთი გამოსავალია, ოქტომბერში ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გადაუდებლად აღვადგინოთ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. საქართველო უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და დავუბრუნოთ განვითარების პერსპექტივა, სადაც ინვესტორები მზად იქნებიან, განახორციელონ დიდი ინვესტიციები". — აცხადებს ჯაფარიძე.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები