რატომ გაიზარდა საწვავის ფასი 15-17 თეთრით - ნავთობკომპანიების პასუხი
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დაპირებისამებრ, საწვავზე აქციზის ფასი ჯერ არ გაზრდილა, სექტემბრიდან დღემდე, საქართველოში საწვავის ფასი 15-17 თეთრით გაიზარდა და ბოლო 2 წლის მაქსიმუმს 5 დეკემბერს მიაღწია.
მსხვილი ბენზინგასამართი სადგურების ქსელებში (ვისოლი, გალფი, სოკარი და ა.შ.) ჯერ კიდევ სექტემბერში 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ფასი 1,77 ლარიდან, 1,79 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი მისი ღირებულება 1,94 ლარს აღწევს.
ასევე 15-17 თეთრით არის გაზრდილი სხვა კატეგორიის საწვავის, მათ შორის ევრო დიზელისა და ევრო რეგულარის ფასებიც.
როგორც On.ge-ს ვისოლში განუცხადეს, საწვავის ყველა კატეგორიაზე ფასი 4 დეკემბერს კიდევ გაიზარდა:
"4 დეკემბერს შეიცვალა ფასი და ყველა კატეგორიაზე 4-5 თეთრით მოხდა მატება".
გალფში, საწვავის ფასმა, გაზის გარდა, დეკემბერში ყველა კატეგორიაზე მოიმატა. ნავთობკომპანიის საიტზე ჩანს, რომელი სახეობის საწვავი რამდენით გაძვირდა.
"საწვავი გაძვირდა საერთაშორისო ბაზარზე და ამან გამოიწვია ჩვენთან ნავთობის გაძვირება, მთავარი მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა კავშირია ლარის კურსთან, რადგან უცხოური ვალუტით ვყიდულობთ მას, მაგრამ პირველი მიზეზი არის საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა" - On.ge-სთან საუბრისას განაცხადა გალფის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ჯიბლაძემ.
საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში 115 აშშ დოლარს აღწევდა, შემდეგ კი ფასმა კლება დაიწყო და 2016 წლის თებერვალში თითქმის 25 დოლარამდე ჩამოვიდა. მიმდინარე წლის ივნისში ნავთობის ფასი 1 ბარელზე კვლავ 50 დოლარამდე გაიზარდა, აგვისტოში - 40 დოლარამდე შემცირდა და მას შემდეგ მისი ღირებულება სწორედ 40-დან 50 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც შესაძლოა, ნავთობპროდუქტების ფასების ზრდაზე გავლენა მოეხდინა, ლარის გაუფასურებაა. 2016 წლის მაისში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,14 ლარი იყო, 2016 წლის 6 დეკემბრისთვის კი 2,57 ლარია, შესაბამისად, ნავთობიმპორტიორებს იგივე რაოდენობის საწვავის შესაძენად უფრო მეტი ლარის დახარჯვა უწევთ. On.ge შეეცადა ნავთობიმპორტიორთა ასოციაციასთან დაკავშირებას, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა.
მოსალოდნელია, რომ 2017 წლიდან საწვავზე ფასი კიდევ გაიზრდება, რადგან მთავრობამ აქციზის გადასახადის გაზრდა დააანონსა. არსებული ინფორმაციით, 1 ტონა აქციზის ღირებულება 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე, 1000 მ3 გაზზე კი 80-დან 200 ლარამდე. აქციზის გადასახადის ზრდა 1 ლიტრი საწვავის ღირებულებას, დაახლოებით 20-25 თეთრით გაზრდის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები