საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს
საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა-ზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახები განახლდება. კომპანია საფერავის, ქისის, მწვანეს, რქაწითელის, ოჯალეშის ჯიშის ვენახებს განაახლებს, რაც მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
ინვესტიცია ვენახის განახლებისთვის საჭირო აგროტექნიკის შეძენასაც ითვალისწინებს, რაც წარმოების დახვეწილ პროცესს კიდევ უფრო სწრაფს და მარტივს გახდის. კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტების ფარგლებშია გამოყოფილი.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის მრავალწლიანი პარტნიორობა კვლავ წარმატებით გრძელდება. 2017 წლიდან და ჩვენ ერთად არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამჟამინდელი პარტნიორობის ფარგლებში კი კომპანია არსებული ვენახების განახლებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში. ის 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს თელავი 2 -ის ბაზაზე შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ასეთი წარმატებული კომპანიის კიდევ უფრო მეტად განვითარებას", — განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, კომპანია GWS-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 85% ქართულ ტრადიციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგენს, 15% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.
სულ მალე კომპანია GWS მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. ღვინის წარმოების პროცესი დახვეწილია. ყურძენი ხელით იკრიფება და მარცვლები მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან. ტრანსპორტირებისას განსაკუთრებული ნორმების დაცვის შედეგად საწარმოში მხოლოდ საუკეთესო მარცვლები ხვდება, რაც კომპანიას მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის დამზადებისთვის კომპანია ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის შესაძლებლობის მქონე უჟანგავი ფოლადის ცისტერნებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, ადგილწარმოშობის ღვინის დაძველება 12 თვის განმავლობაში, მუხის კასრში ხდება. სწორედ კასრისა და სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სწორი შეხამება იძლევა უნიკალური გემოს მქონე ღვინის დამზადების შესაძლებლობას. GWS- აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინის და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები