SBIR პროექტის ფარგლებში, NASA პატარა ბიზნესებს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარით დააფინანსებს. სააგენტომ ამ ამბის შესახებ ახლახან განაცხადა და ასევე ოთხი მონაწილეც დაასახელა, რომლებიც არტემისის პროგრამისთვის იმუშავებენ.

ერთ-ერთი ასეთი პატარა კომპანია Pioneer Astronautics-ია, რომელიც ირწმუნება, რომ მათ მთვარის რეგოლითის შეგროვება და მისგან გამოყენებადი ჟანგბადის შექმნა შეუძლია. კომპანია დანარჩენ სამ ბიზნესთან 17 მილიონ დოლარს გაიყოფს.

კომპანიის გეგმა, რომ მთვარის ქვებიდან და მტვრისგან ჟანგბადი შექმნან, იმაზე ბევრად უჩვეულო და რთულია, ვიდრე ჩანს. რეგოლითი, შესაძლოა, მთვარის ზოგიერთ რეგიონში 15 მეტრის სიღრმის იყოს. ჟანგბადის აირები კი, შეიძლება, ამ ქვებში მოექცეს და გაიჭედოს. სწორედ ამიტომ, Pioneer Astronautics-ის იდეა ჯერ კიდევ რთული განსახორციელებელია.

ეს კომპანიისთვის NASA-სთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. მან 2006 წელს დაფინანსების რამდენიმე რაუნდი მოიგო.

Pioneer Astronautics-ის გარდა პროგრამაში კიდევ სამი კომპანია მონაწილეობს:

  • Fibertek: ესაა ოპტიკური კომუნიკაციების პროგრამა პატარა ხომალდებისთვის, რათა მთვარის მოდულებიდან დედამიწამდე დიდი ოდენობით მონაცემების გადატანა გამარტივდეს;
  • Qualtech Systems: იგი ხომალდისთვის ავტონომიურ მონიტორიგზე, დეფექტების აღმოფხვრაზე და ჯანდაცვის მართვის სისტემებზე მუშაობს;
  • Protoinnovations: კომპანია წევის კონტროლზე მუშაობს, რათა მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისას როვერის მართვა გაუმჯობესდეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NASA-სთან ურთიერთობაში არც ეს კომპანიები არიან ახლები, ისინი SBIR პროგრამაში ადრეც იღებდნენ მონაწილეობებს.

როგორც აღვნიშნეთ, თანხის საერთო ოდენობა $17 მილიონს შეადგენს, თუმცა უცნობია, თუ ზუსტად რამდენი ერგება თითოუელ კომპანიას.