შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დააკავეს კაცი, რომელიც გლდანში კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა.

გამოძიების ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებულმა პირმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, კორპუსიდან ე.წ. სასიგნალო იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ თავდაპირვლად პირი არ დაემორჩილა სამართალდამცავებს და ბინის კარებს არ აღებდა.

კაცი პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.