დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვრთო ავტომანქანის მძღოლია, 1 საკარანტინო სივრციდანაა გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია და კვლევა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 973 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 846, ხოლო გარდაცვლილია — 15. კარანტინის რეჟიმში 4 815 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: