თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი ხედვა ძლიერი რეზერვის სისტემის განვითარებაა. TV იმედთან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ დაახლოებით 10 წელში საქართველოს შეიძლება, 100-მდე რეზერვის ოფიცერი ჰყავდეს:

"დღეს არ გვაქ კომფორტი რომ მრავალრიცხოვანი არმია შეინახოს, მაგრამ 2030 წლამდე სავსებით შესაძლებელია, გვყავდეს დაახლოებით 80-დან 100 ათასამდე მომზადებული რეზერვის ოფიცერი, თავისი რეგულარული არმიით".

თავდაცვის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ იგეგმება შეიარაღების სისტემების შეძენა, რაშიც, რამდენიმე მილიარდი დაიხარჯება. მისივე მტკიცებით, ამით თავდაცვა ნატოს სტანდარტებზე გადავა:

"ეს იქნება გრძელვადიანი შესყიდვები, მრავალწლიანი გადახდის პირობით. ამ მიდგომით ერთბაშად გადავწყვეტ დიდ პრობლემას, რაც ეხება ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. გვაქვს ზუსტი ხედვა, დეტალური გეგმა, თუ რა სისტემების, რა შეიარაღების ყიდვას ვგეგმავთ. გადავდივართ ნატოს სტანდარტებზე და ვემშვიდობებით საბჭოურ სისტემებს".