Euphoria-ს შემქმნელმა კარანტინში ზენდეია საიდუმლო ფილმში გადაიღო
გასულ წელს გამოსულ HBO-ს სერიალში Euphoria მოდელმა, მომღერალმა და მსახიობმა ზენდეიამ თავისი შესრულებით უამრავი მაყურებელი მოხიბლა და თავის გულშემატკივრებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი.
სწორედ ამის გამო, როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ სრულიად განსხვავებულ პროექტზე კვლავ ეთანამშრომლა ამ შოუს შემოქმედთან და ჩვენთვის ახალი დამაინტრიგებელი სანახაობა შემოეთავაზებინა.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ Euphoria-ს რეჟისორმა და სცენარისტმა, სემ ლევინსონმა 17 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში კალიფორნიის შტატში სახლი იქირავა და საიდუმლოდ ახალი ფილმი გადაიღო. ფილმის შესახებ ინფორმაცია პირველად გუშინ გავრცელდა და ის წინასწარ დაანონსებული არ იყო.
იმის გამო, რომ აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების კვლავ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, გადაღებები მკაცრად განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების დაცვით მიმდინარეობდა: გადამღები ჯგუფისა და სამსახიობო გუნდის წევრები ორი კვირის განმავლობაში ერთ სივრცეში იყვნენ და მათ არ შეეძლოთ გადასაღები მოედანი დაეტოვებინათ.
როგორც ამერიკული გამოცემა Deadline წერს, მომავალი ფილმის სახელწოდება Malcolm & Marie-ია და ის თემატიკით ნეტფლიქსის გასული წლის გახმაურებულ ფილმ Marriage Story-ის ჰგავს, ამავდროულად კი მასში დღეს აქტუალური სოციალური თემებია წამოჭრილი.
აღსანიშნავია, რომ სემ ლევინსონის ამ საიდუმლო პროექტში ზენდეიასთან ერთად ჯონ დევიდ ვაშინგტონიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე თამაშობს კრისტოფერ ნოლანის ახალ კინოსურათში Tenet.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ზენდეიამ ინსტაგრამზე ფილმიდან პირველი კადრი გამოაქვეყნა.
ჯერჯერობით ფილმის შესახებ სხვა დეტალები კვლავაც უცნობია, თუმცა რაც ამჟამად ვიცით, საფუძვლიანი ეჭვს გვიჩენს, რომ წინ საინტერესო სანახაობა გველოდება: ჰოლივუდის კაშკაშა მსახიობების მონაწილეობით გადაღებული საიდუმლო ფილმი, რომელიც კარანტინის პირობებში ერთ სივრცეში შეიქმნა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები