როგორ დაერქვა სახელები ქართულ სოფლებს — სახუმარო ვერსიები Facebook პოსტზე
Facebook-ზე ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა გიკო კვანტრიშვილმა (რომელიც, სხვათა შორის, ახლა მუსიკალურ ჯგუფ კოლექტივის წევრია) დაწერა სახუმარო პოსტი იმის შესახებ, რომ ყველა ქართული სოფლისა თუ ქალაქის სახელი, სინამდვილეში, იქაური წინაპრების რაღაც ხუმრობას ეფუძნება.
დროთა განმავლობაში პოსტს 200-მდე კომენტარი დაუგროვდა ქართული სოფლებისთვის სახელის დარქმევის ისტორიის არაერთი ძალიან სასაცილო ვერსიით. კომენტარებში მოყვანილი იყო გამოგონილი სიტუაციები და დიალოგები, რომლებსაც ბოლოში შესაბამისი ქართული სოფლის ვიკიპედიის სტატიის ლინკი ერთვოდა.
გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ კომენტარს:
1.
თამარ მეფე ბიძამისმა წაიყვანა თუშეთში, ბიძამ უთხრა თამარს, მე იქ დავათვალიერებო,
შენაქო
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოს თემში.
2.
სამი ძმა იყო, სამივემ სოფელი დააარსა: დიდი ჯიხაიში, პატარა ჯიხაიში, მაგრამ სიტყვა "შუა" არ არსებობდა, ამიტომაც
გოჩაჯიხაიში
სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 85 მეტრი, ხონიდან 7 კილომეტრი.
3.
მასწავლებელი: კლასში ბუზის ხმაც კი არ გავიგო
მეამბოხე:
ბზუბზუ
ბზუბზუ, აჭარის ქედის რაიონის სოფლების ზედა ბზუბზუსა და ქვედა ბზუბზუს ძველი სახელწოდება.
4.
— ყველა სოფლის სახელმა ცენზურა უნდა დაიცვას
— ...
ხოდაშენი
ხოდაშენი, ამ სახელწოდებით საქართველოში ორი სოფელი არსებობს: ქვემო ხოდაშენი და ზემო ხოდაშენი
5.
*ჩილე გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს*
ერთ-ერთი ფანი: ყ...
ლეხარჩილე
სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯგალის თემში.
6.
— მაგარ პრიომს გასწავლი. იოშიმიცუ აირჩიე, მერე კი მარცხნივ, მარცხნივ, დაბლა, ზემოთ, მარცხნივ, იქსიკი, სამკუთხედი აკრიფე.
ქვემო ხალაწანი
სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ხალაწნის თემი). მდებარეობს პანკისის ხეობაში.
7.
— დედე, ენდა წევიდე, ექ ვეღერ გევძლებ
— ერე, გთხევ შველო
დერჩი
სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მექვენის თემში.
8.
— და დიდოსტატის მარცხენა რომ დავარეფერენსოთ?
— შერ დერბილო მაგარს
მარჯვენა რკვია
სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (ბოსლევის თემი), მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში.
9.
— წკაააპ!
— ბა დუმ ცსსსს!
— ვრაბადაააანც!
— ...
უაზაბაა
სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში (ზემო ეშერის თემი), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინებზე.
10.
— Fuckboy ქართულად როგორ არის?
— ყ...
ლემშვენიერა
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
11.
— ამ ადგილას დავსვამ ჩემს კუს და არავინ გაბედოს გადასვას რამის ასაშენებლად
— ...
კუწახტა
სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემი), მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე.
12.
— მოკლედ, არ მაქვს იდეები და ჯიბეში რაებსაც ვიპოვი, ის დავარქვათ
მჭადიჯვარი
სოფელი დუშეთის რაიონში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას.
13.
— ჩვენში დარჩეს და აქაურობა ცოტა ისეთია
— რანაირი?
— აი, რაღაცნაირი რა
— მაინც?
— ...
გიმოზგონჯილი
სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქვალონის თემში.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები