შაქარაშვილის საქმის მასალებში აღმოჩენილ პირადი ცხოვრების კადრებზე ცალკე გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებში აღმოჩენილ პირადი ცხოვრების კადრებზე ცალკე გამოძიება დაიწყო. ამ თემაზე განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე საქმე ცალკე წარმოებად 9 ივლისს გამოიყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
"საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს", — წერია პროკურატურის განცხადებაში.
მედიასთან საუბრისას, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა თქვა, რომ პროკურატურის მიერ გადაცემულ მასალაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დევს.
როგორც მან On.ge-ს განუცხადა, პროკურატურიდან მტკიცებულებების გამოთხოვების შემდეგ, მათ დაუკავშირდნენ, რომ შენახვასთან დაკავშირებით ხელწერილი დაეწერათ. ადვოკატის თქმით, მათ ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს და მტკიცებულების განადგურება მოითხოვეს, რადგან მისი შეფასებით, ის არარელევანტურია.
"კონკრეტული პიროვნებების ცხოვრების საიდუმლო იყო, ინტიმური, პორნოგრაფიული. იდენტიფიცირებადი პიროვნება ჩემთვის არაა. საქმეში მონაწილე პირის ტელეფონიდან იქნა ამოღებული, ვინ იყო ის პიროვნება, ჩემთვის უცნობია.
თუმცა საქმესთან შემხებლობა არ აქვს, არის არარელევანტური მტკიცებულება. არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც არ უნდა ყოფილიყო საქმეში და არც დაცვის მხარისთვის არ უნდა ყოფილიყო გადმოცემული. ჩვენ პირიქით მოვითხოვთ, რომ განადგურებულ იქნას", — განაცხადა მამულაშვილმა.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
- ქებაბ ჰაუსი, 112-ის ოპერატორი და დაკარგული ეკიპაჟი — რატომ ვერ იპოვეს მოწმე
- ლურსმანაშვილის თქმით, თეთრპერანგიანი თვითონაა და ამირხანაშვილმა დარეკვა სთხოვა
- ავთო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" უარყოფს, რომ შაქარაშვილის საქმეში მონაწილეების მეგობარია
- შავ ტანსაცმელში და თეთრ ტანსაცმელში სხვადასხვაა ადამიანი, მაგრამ მე ვარ — ლურსმანაშვილი
- თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ამირხანაშვილთან — შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები