კინო ღია ცის ქვეშ — კავეა Drive-in ლისის გახსნაზე ყველა ბილეთი გაიყიდა
დღეს, 9 ივლისს საქართველოში პირველი Drive-in კინოთეატრი კავეა Drive-in სინემა ლისის ახალ იპოდრომზე გაიხსნება. მაყურებელი დიდ ეკრანზე ქართული ფილმის უარყოფითი რიცხვების პრემიერას დაესწრება და ერეკლე დეისაძის და მისი ბენდის მონაწილეობით საქართველოში პირველ Drive-in კონცერტს მოისმენს. კავეა Drive-in ლისის ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.
"დაიდო თუ არა, რამდენიმე საათში გახსნის არცერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი და ბევრი მაყურებელი გვწერდა, რომ ვერ მოასწრეს ბილეთების შეძენა. სწორედ ასეთმა მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ კიდევ ერთი დღით დაგვემატებინა Drive-in კონცერტი ერეკლე დეისაძის და მისი ბენდის მონაწილეობით. ასე რომ, მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს 10 ივლისის ბილეთები, დაესწროს კონცერტს და ნახოს უტა ბერიას უარყოფითი რიცხვები", — აცხადებენ კავეას წარმომადგენლები.
კავეას ქსელი ავტომობილების პირველ კინოთეატრში მაყურებელს უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ღონისძიებებს შესთავაზებს. კავეა drive-in ლისი 100 ავტომობილზეა გათვლილი და ყოველ საღამოს 21:00 და 23:00 საათზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ფილმებს საკუთარი ავტომობილებიდან უყურონ. უტა ბერიას ფილმის უარყოფითი რიცხვების პრემიერა, კინოთეატრებში პანდემიამდე პერიოდში იყო დაგეგმილი და ახალი კინოთეატრიც სწორედ ამ ნამუშევრით იხსნება.
კავეა Drive-in ლისზე მოსული მაყურებელი, კონცერტის და ფილმის ხმას საკუთარ ავტომობილებში, რადიომიმღების მეშვეობით მოისმენს. drive-in ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, რადიომიმღები უნდა მომართოთ ტალღაზე 95.9. ეს არის ამერიკული პრაქტიკა, რომელსაც ქართველი მაყურებელი დღეს, პირველად გამოცდის.
ბილეთების ღირებულება კი ასე განისაზღვრა, ჯიპებისთვის 39 ლარი, ხოლო სედანისთვის 29 ლარი და ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა კინოთეატრის ადმინისტრაციის მიერ არ იზღუდება, რაც ნიშნავს რომ 29 ლარად თავისუფლად არის შესაძლებელი კავეა Drive-in ლისზე ფილმს ოთხმა ადამიანმა უყუროს ერთი ავტომობილიდან, რაც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტანდარტული კინოს ბილეთის ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია.
კავეა Drive-in ლისის ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების რეკომენდაციები, ინტერაქცია მომხმარებელსა და პერსონალს შორის მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე დაცულია სოციალური დისტანცია და გათვალისწინებულია ყველა მნიშვნელოვანი მსოფლიო გამოცდილება.
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
კომენტარები