საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) კვლევის მიხედვით, 2019 წელს ქართული პოლიტიკური პარტიებიდან ქართულმა ოცნებამ და პატრიოტთა ალიანსმა რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს.

კვლევის თანახმად, 2019 წელს ქართულმა ოცნებამ რეკლამაში 1 747 140 ლარი დახარჯა, პატრიოტთა ალიანსმა კი — 162 024.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, 2019 წელს ლელომ რეკლამაში 143 102 ლარი დახარჯა, ევროპულმა საქართველომ — 134 842 ლარი, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 105 206 ლარი.

ჯამში, კვლევის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა სარეკლამო მომსახურებისთვის 2 352 736 ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს.

ფოტო: TI