I May Destroy You — რატომ არ მიიღო მიკაელა კოელმა Netflix-ის მილიონიანი შეთავაზება
წარმოუდგენლად ნიჭიერი მიკაელა კოელი პატარა ეკრანებზე თავისი მორიგი ძლიერი, დამაფიქრებელი სერიალით I May Destroy You (შემიძლია, გაგანადგურო) დაბრუნდა.
სერიალი ნაწილობრივ ემყარება მიკაელას პირად გამოცდილებას სექსუალურ ძალადობაში და მოგვითხრობს არაბელას ისტორიას — იმედისმომცემი მწერლის, რომელსაც მალე ახალი წიგნის ჩაბარების ვადაში ჩატევა უწევს. გონების გასანიავებლად ის გადაწყვეტს, ღამით მეგობრებთან ერთად გავიდეს გასართობად. მომდევნო დილას ის იაზრებს, რომ წინა ღამით მომხდარი მოვლენებიდან არაფერი ახსოვს, შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ მას ნარკოტიკი შეურიეს და გააუპატიურეს.
2016 წელს Chewing Gum-ის მეორე სეზონის სცენარის წერისას მიკაელამ შესვენება გადაწყვიტა და მეგობრებთან ერთად გავიდა ბარში. მიკაელას სასმელში რაღაც შეურიეს, შემდეგ კი მასზე ორმა კაცმა სექსუალურად იძალადა.
შოუ სქესობრივ კავშირზე თანხმობის ნიუანსებს მიმოიხილავს და გვახედებს გაუპატიურების ჭეშმარიტად შემაშფოთებელ კულტურაში, ამის პარალელურად კი ხაზს უსვამს მეგობრობისა და სექსუალური აქტიურობის თემებს.
I May Destroy You მიკაელას შექმნილი, დაწერილი და გადაღებულია და ის თვითონაც მონაწილეობს მასში, თუმცა სანამ სერიალი BBC One-სა და HBO-ზე გამოჩნდებოდა, ის ჯერ Netflix-ს შესთავაზა. Vulture-სთვის მიცემული ბოლო ინტერვიუდან გავიგეთ, თუ რატომ თქვა უარი მიკაელამ ნეტფლიქსის $1-მილიონიან შემოთავაზებაზე.
ვინც არ იცით, მიკაელამ წარსულში უკვე ითანამშრომლა Netflix-თან თავის ცნობილ სერიალებზე Chewing Gum და Black Earth Rising, ასევე Black Mirror-ის ორ ეპიზოდზე.
Netflix-ის ხელგაშლილი შემოთავაზების მიუხედავად, გარიგების თანახმად 32 წლის ლონდონელს არავითარი საავტორო უფლება არ რჩებოდა შოუზე, რომელიც მან შექმნა.
ეს ყველაფერი არაა. მიკაელამ თავისი სააგენტო CAA-ც დაითხოვა, რომელიც მას Netflix-ის შემოთავაზების მიღებისკენ მოუწოდებდა, რადგან გარიგებიდან კომპანიასაც თანხა რჩებოდა.
Netflix-თან მოლაპარაკებისას საბოლოო უარამდე მიკაელამ სცადა, თავისი საავტორო უფლებების 5% მაინც დაეტოვებინა, ბოლოს კი სულ რაღაც ორზეც თანახმა იყო.
"მობილურში სიჩუმე ისმოდა. მითხრა, 'აქ ასე არ ვაკეთებთ. არავინ აკეთებს ამას, დიდი არაფერია'. მე ვუთხარი, 'თუ დიდი არაფერია, მაშინ ჩემი უფლებების 5%-ის ქონა ძალიან გამახარებდა'. ქალმა მიპასუხა, რომ უფროსობასთან უნდა გადაემოწმებინა, შემდეგ კი ცოტა ხნით გაჩუმდა და მითხრა, 'მიკაელა? მინდა, იცოდე, რომ შენით ძალიან ვამაყობ. სწორ რამეს აკეთებ'. შემდეგ კი გამითიშა. ეს სიტყვები რომ მითხრა, მაშინღა გავიაზრე — მე არ ვარ გიჟი, სიგიჟე ეს ყველაფერია", — ამბობს მიკაელა.
2017 წელს მიკაელამ BBC-ს წარუდგინა I May Destroy You და შეთანხმება არათუ შედგა, კომპანიამ მას ასევე შესთავაზა "ადგილი პროდიუსირების მაგიდასთან, სრული კრეატიული კონტროლი და საავტორო უფლებები ნამუშევარზე".
სერიალის პრემიერა 7 ივნისს შედგა HBO-ზე და 8 ივნისს — BBC One-ზე.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
კომენტარები