Chilling Adventures of Sabrina-ს ფანებისთვის ცუდი ამბავი გვაქვს. ოთხშაბათს, 8 ივლისს, Netflix-მა გამოაცხადა, რომ Riverdale-ს შემქმნელის, რობერტო აგირი-საკასას, შოუ ამ წლის ბოლოს დასრულდება ფინალური მეოთხე ნაწილით.

"Chilling Adventures of Sabrina-ზე მუშაობა პირველივე დღიდან უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. მთელ სამსახიობო გუნდთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო, დაწყებული კირნანით, რომელმაც ყველასთვის საყვარელი თინეიჯერი კუდიანის როლი შეასრულა. უღრმეს მადლობას ვუხდი გუნდს, სცენარისტებს, მემონტაჟეებს, ასისტენტებსა და ყველა სხვას ამ შოუში ამხელა სიყვარულის ჩადებისთვის. ერთი სული გვაქვს, როდის იხილავს ყველა მეოთხე ნაწილს", — განაცხადა რობერტომ სერიალის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ფოტო: Netflix

შოუს პრემიერა 2018 წელს შედგა და მას ორი სეზონი აქვს, რომლებიც ოთხ ნაწილადაა დაყოფილი.

ბოლო ეპიზოდები მიღმური საშინელებების წინააღმდეგ მიმართულ ომზე ფოკუსირდება. Netflix-ის აღწერაში წერია: "კუდიანებს ყველა საზარელ საფრთხესთან სათითაოდ უწევთ გამკლავება (The Weird, The Returned, The Darkness მათგან მხოლოდ რამდენიმეა), ბოლოს კი...The Void, რომელიც ყველაფრის აღსასრულია. კუდიანები The Fright Club-ის დახმარებით აწარმოებენ ომს, რის პარალელურადაც ნიკი ნელ-ნელა იწყებს საბრინას გულში ადგილის დაბრუნებას, მაგრამ მოასწრებს კი?"

სერიალის შემქმნელების თქმით, ფინალური ეპიზოდები შემოდგომაზე გამოვა.