პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას განმარტებით, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამ აკრძალვის მოხსნას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"მაგალითად, ბოლო პერიოდში, დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან, გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები", — განაცხადა მან.