რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის საელჩოს პრესსპიკერის, რებეკა როსს პასუხობს, რომ საკუთარ საქმეს მიხედოს. ეს კომენტარი მათ ტვიტერზე როსის პოსტზე გააკეთეს, სადაც სპიკერი ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდა.

"რუსეთი მედიის თვალით 2020 წელს" უფრო აქტუალური თემაა. ვაკვირდები რუსი ჟურნალისტების დაკავებების შემდეგ დაკავებებს. ეს ემსგავსება მიზანმიმართულ კამპანიას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ", — დაწერა რებეკა როსმა.

სპიკერმა საკუთარ პოსტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც მონიშნა, რომელმაც პასუხად "შენს საქმეს მიხედე", — დააკომენტარა.

გუშინ, 7 ივლისს რუსეთში როსკოსმოსის დირექტორის მოადგილე და გაზეთ კომერსანტის ყოფილი ჟურნალისტი ივან საფრონოვი დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების სამსახური მას ნატოს წევრი ქვეყნისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემას ედავება. როსკოსმოსის დირექტორი აცხადებს, რომ საფრონოვს სახელმწიფო საიდუმლოებებთან შეხება არ ჰქონია.