ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ზოგჯერ საერთო საჭიროება უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე პირადი. ეს შეფასება მან რუსთავი 2-ის ეთერში ემიგრანტების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვას, რომ ემიგრანტები უკმაყოფილოები არიან, რადგან კონკრეტული ვადებით ჰქონდათ შვებულება აღებული და 2-კვირიანი კარანტინი მათთვის გაუგებარია, შემდეგნაირად უპასუხა:

"მე მესმის ყველასი, მესმის, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ თავისი გეგმები შეცვალონ, თუმცა, თითოეულ ჩვენგანს, მეც, თქვენც, ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, წელს მოუწია გეგმების შეცვლა, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს საერთო საჭიროება და ზოგჯერ საერთო საჭიროება უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ჩვენი პერსონალური", — თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ემიგრანტებზე მუდმივად ზრუნავენ, მათ შორის იმით, რომ ქვეყნებთან მიმოსვლა მაშინაც კი ჰქონდათ, როცა "ყველაფერი გაჩერებული იყო.

მთავრობა ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. იგივე წესი არ ვრცელდება ევროკავშირის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებზე, თუ მათ ტემპერატურა არ აქვთ.

ამავე თემაზე:

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, პირველი ივლისიდან მოგზაურობის შეზღუდვების დროებითი შემსუბუქების შესახებ. მან წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.

გაიგეთ მეტი: