სადაზღვევო კომპანია ალდაგი საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს სადაზღვევო გარანტიებს სთავაზობს.

სადაზღვევო გარანტია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა და მას სახელმწიფო სთხოვს იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტენდერებში მონაწილეობენ.

ალდაგი პირველი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც კორპორატიული კლიენტებისთვის გარანტიების გაცემა დაიწყო და დღეს კორპორატიულ სეგმენტს არაერთი სახეობის სადაზღვევო გარანტიას სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ალდაგი კომპანიებს გადასცემს დოკუმენტს დასტურად იმისა, რომ თუკი მის მიერ დროულად და სათანადოდ არ შესრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ალდაგი გადაიხდის დამდგარი ფინანსური რისკის თანხას. ალდაგის გარანტიები მრავალი სახეობისაა, რომლებიც საჭიროების მიხედვით გაიცემა:

1) სატენდერო წინადადების გარანტია, რომლის დანიშნულებაა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება; 2) ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და დადგენილი პირობებით შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხის ანაზღაურებას. ამ ტიპის გარანტიების ნაწილია ხარისხის გარანტია, საავანსო გარანტია, რომელთა გაცემა ცალკეც შესაძლებელია; 3) საბაჟო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟო გადასახადების ან მოსაკრებლის გადახდას თუ ის კომპანიამ არ გადაიხადა და ა.შ.

"გარანტიები კორპორატიული კლიენტებისთვის, ცხადია ბანკებშიც გაიცემა, თუმცა სადაზღვევო კომპანიები ამ მხრივ უფრო მოქნილები არიან. ალდაგი 30 წლის გამოცდილების მქონე კომპანიაა და ჩვენს მიერ გაცემული ფინანსური გარანტია კომპანიებისთვისაც სტაბილურობის და ნდობის წინაპირობაა. ვაპირებთ უწყვეტ რეჟიმში მივდიოთ ბაზრის მოთხოვნებს და საჭირო დროს ინოვაციური და მოქნილი შეთავაზებებით მხარდაჭერა გავუწიოთ კომპანიებს", — განაცხადა ალდაგის ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელმა, ირაკლი ტიკარაძემ.