ლელოს საკონსტიტუციო სარჩელი — მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოაცხადა
ლელო საქართველოსთვის ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მიერ პარტიის სახელით შეტანილი სარჩელის შესახებ ბრიფინგი გამართეს. სარჩელი დღეს განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ლელო იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო არასაჭირო, უსამართლო და დისკრიმინაციული სანქცია, რომელმაც ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ქვეყნის მოქალაქეებს.
"სარჩელი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს და დაადგინოს სტანდარტი, რომლის დროსაც საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, ისე უნდა იმართოს საგანგებო მდგომარეობა და, ამავე დროს, უნდა იყოს დაცული მოქალაქეების ინტერესი. ლელო იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ კონსტიტუციას გვერდი აუარა და დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ლელოს ლიდერის თქმით, პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტი აპირებს, რომ ხელისუფლებას ერთპიროვნული მმართველობა გაუხანგრძლივოს: "თუ არჩევნების გზით, მოსყიდვით და ძალადობით ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს, არ გვექნება გარანტია, რომ კონსტიტუციას არ გააუქმებს და სასამართლოს კონტროლის გარეშე დაგვიწესოს შეზღუდვები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევცვლით ამ მდგომარეობას და ქვეყანა დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად".
ბრიფინგის მსვლელობისას, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება განაგრძობს ქართული დემოკრატიის მოსპობას და ამას მოწმობს ხელისუფლების ქმედებები.
"მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს სწირავს ლეგალურ ბუნდოვანებაში ცხოვრებისათვის, რაც საფრთხეში აგდებს ჩვენს თავისუფლებას. მათი ქმედებები და ქვეყნის სრულ იზოლაციაში ცხოვრება პრორუსულ ინტერესს ატარებს. ამაზე მეტყველებს ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდება, ამაზევე მეტყველებს ამერიკის და საქართველოს მეგობრობა, რაც პირობითი ხდება და პირდაპირი კავშირი აქვს დემოკრატიული სტანდარტის შენარჩუნებასთან. ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების "მიღწევები", რომლის გამოსწორებასაც დრო დასჭირდება", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
კომენტარები