თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მოადგილეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის დაწყება დაავალა.

"დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საპარკე კულტურა შემოდის. ძალიან ბევრი ადამიანი რეკრეაციული სივრცეებით სარგებლობს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე გავაჩინოთ, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაპირებთ და წლის ბოლოს, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება", — თქვა კახა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ რეკრეაციული სივრცეებისთვის პირველ ეტაპზე წინასაპროექტო კვლევა და დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს. მისი თქმით, დენდროლოგიური პარკი — თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით, 150 ჰექტარზეა გადაჭიმული და იქ პარკის მოწყობაც შესაძლებელია.

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით, ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის საპროექტო სამუშაოებს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს.