პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ეტაპზე საზღვებს 11 ქვეყანა არ ხსნის. მისი თქმით, მუშაობა გრძელდება იმ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთან საზღვარი უპირობოდ გახსნეს.

ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები:

  • ავსტრია;
  • ბელგია;
  • ბულგარეთი;
  • დანია;
  • ნორვეგია;
  • მალტა;
  • ფინეთი;
  • შვეიცარია;
  • ჩეხეთი;
  • სლოვაკეთი;
  • უნგრეთი.

ჩიქოვანის თქმით, უნგრეთთან მიღწეულია შეთანხმება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე იმუშავებს. მისივე განცადებით, იტალიამ, კვიპროსმა, ისლანდიამ და სლოვენიამ საზღვირს გახსნის მზაობა კონკრეტული შეზღუდვების დაწესების პირობით გამოთქვეს, მათ შორისაა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინიც.

საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას დღეიდან, 8 ივლისიდან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარული ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კომპანია Lufthansa დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.

თავდაპირველად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველ ივლისს უნდა გახსნილიყო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ისრაელთან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან. ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზით, საზღვრის გახსნის შეთანხმება ჩაიშალა.

მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდებოდა და საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი მწვანე ზონის ქვეყანა, რომელიც საჰაერო საზღვრებს გახსნიდა. მოგვიანებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საზღვრების გახსნა 31 ივლისამდე გადაედო და ამის მიზეზად ისევ ეპიდსიტუაცია და ეკონომიკური ზარალი დაასახელა.

კერძოდ, სახელისუფლებო გუნდი ამბობდა, რომ ტურისტების შემოსვლა, ქვეყანას ეკონომიკურად კი არ გააძლიერებდა, პირიქით, შეეძლო დაეზარალებინა კიდეც, თუკი გავრცელდებოდა ვირუსი და ქვეყანაში გაურესდებოდა ეპიდსიტუაცია.

ამის პარალელურად, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.

გაიგეთ მეტი: