პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 14-დღიანი ფასიანი კარანტინის პირობით საქართველო საზღვარს იმ ქვეყნებსაც გაუხსნის, რომლებმაც ის ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა.

"ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში და აქ არ ვგულისხმობ იმ 5 ქვეყანას, რომელიც ჩამოვთვალეთ. ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი განმარტებით, იმ 5 ქვეყნის გარდა, რომლებსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა, მოლაპარაკება და მუშაობა გრძელდება სხვა ქვეყნებთანაც, რომლებმაც საზღვარი უპირობოდ გახსნეს.

საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარული ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კომპანია Lufthansa დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.

ჩიქოვანის განმარტებით, ამ ქვეყნების რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით. მანვე დაასახელა წესები და პირობები, რომელიც ტურისტების შემოსვლისას იმოქმედებს.

გაიგეთ მეტი:

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, პირველი ივლისიდან მოგზაურობის შეზღუდვების დროებითი შემსუბუქების შესახებ. მან წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.

გაიგეთ მეტი: