მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველომ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დღეს, 8 ივლისს მთავრობის ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

"ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ", — წერია უწყების განცხდებაში.

უწყების ინფორმაციით, ამ თემაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახაირამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ინფრორმაცია 11:00 საათზე, ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები.