ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პრემიერისა და თაკო ჩარკვიანის კანდიდატურები ზურგს უკან დასახელდა. ამის შესახებ მან გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

"თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ ძალა ერთობაშიას შიგნით მოხდა ერთი ორი ისეთი ფაქტი, რომელიც ნიშნავდა, ამ ჩვენი თანამშრომლობის, ფაქტობრივად, იგნორირებას. ერთი, ვგულისხმობ პრემიერობის კანდიდატობის დასახელებას ჩვენს ზურგს უკან და მეორე, ასევე, ჩვენთან შეუთანხმებლად თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის დასახელებას. ესეც ჩვენთან პირად საუბრებშიც კი არ იყო, რაც ძალიან სამწუხაროა", — განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, ისე უნდა იმოქმედოს, როგორც უნდა, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზები გამოჩნდა. გარდა ამისა, ბარამიძე ამბობს, რომ პარტია გააგრძელებს მუშაობას, უფრო დიდი გაერთიანების შექმნას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას, გადაწყვიტა, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები შეთანხმებით წარედგინათ. თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან, 2-ში კანდიდატები ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა, დანარჩენი ექვსი კი სხვა პარტიებმა. დარჩენილ 2 ოლქში — საბურთალოსა და დიდუბე ჩუღურეთში — კანდიდატურები არ წარადგინეს და განაცხადეს, რომ ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკებების საგანია.

თაკო ჩარკვიანმა, რომელიც ძალა ერთობაშიას კოალიციის წევრია, თავისი კანდიდატურა საბურთალოზე წარადგინა. ამასთან, რამდენიმე კვირის წინ მან აღნიშნა, რომ ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე კარგი პრემიერმინისტრი იქნებოდა.

ამავე თემაზე: