კრიტიკის შემდეგ ჰალი ბერი ტრანსგენდერის როლს აღარ შეასრულებს
სოციალურ მედიაში კრიტიკის შემდეგ მსახიობმა ჰალი ბერიმ განაცხადა, რომ ის მომავალ ფილმში ტრანსგენდერი კაცის როლს აღარ შეასრულებს.
რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე მსახიობმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე ახალ ფილმში ტრანსგენდერი პერსონაჟის როლის შესრულებას აპირებდა:
"მომავალ ფილმში, რომელში მონაწილეობაც ძალიან მიხარია, ტრანსგენდერი კაცის როლს შევასრულებ", — განაცხადა მან ინტერვიუსას.
სწორედ ამის გამო მსახიობს როგორც რიგითი აქტივისტები, ისე სხვადასხვა ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და მოუწოდეს, ამ როლის შესრულებაზე უარი ეთქვა, რადგან კინოინდუსტრიაში ტრანსგენდერი ადამიანები უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან და უფრო მეტად სწორედ მათ უნდა მიეცეთ თავიანთი ისტორიების რეპრეზენტაციის საშუალება.
ამის შემდეგ ჰალი ბერიმ ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ როლს აღარ შეასრულებს:
"ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა, რომ მომავალ ფილმში ტრანსგენდერი კაცის როლის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებისთვის თვალი მიმედევნებინა და ბოდიშს ვიხდი აღნიშნულის გამო. ვხვდები, რომ როგორც სისგენდერ ქალს, ამ როლზე საკუთარი თავი არ უნდა მომეაზრებინა და ტრანსგენდერ ადამიანებს უდავოდ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთი გამოცდილების შესახებ თავად გვიამბონ.
მადლიერი ვარ ამ საჭირო მითითებებისა და კრიტიკული საუბრებისთვის და მომავალშიც გავაგრძელებ მოსმენას, შემეცნებას და ამ შეცდომისგან გაკვეთილის სწავლას".
მსახიობის ამ განცხადებას ბევრი დადებითად შეხვდა: LGBTQ ადამიანების უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია GLAAD-მა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ბერის გადაწყვეტილებას სხვა ბევრი ცნობილი ადამიანიც გაითვალისწინებს და მომავალშიც მსგავსად მოიქცევა.
ბოლო წლებში ჰოლივუდში ამ საკითხის გარშემო აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს: LGBTQ თემის წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ კინო თუ სატელევიზიო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლა უწევთ, სანაცვლოდ კი მათი იდენტობისა და გამოცდილების შესახებ როლებს ჰეტეროსექსუალი ადამიანები ასრულებენ და მნიშვნელოვან ჯილდოებსაც იღებენ.
წელს ამასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი Disclosure გამოვიდა, რომელშიც ტრანსგენდერი მსახიობები თავად მოგვითხრობენ, თუ როგორ ხდება მათი რეპრეზენტაცია კინოში, სერიალებსა და მედიაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცნობილი მსახიობი ტრანსგენდერის როლის შესრულების გამო გააკრიტიკეს: 2018 წელს საჯარო განხილვების შემდეგ სკარლეტ იოჰანსონმაც უარი განაცხადა, რომ ტრასგენდერის როლი შეესრულებინა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები