საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც "კლანის" მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის კონტროლზე.

ანგარიში მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის, მოსამართლეთა დანიშვნისა და სასამართლოს თავმჯდომარეების პროცედურების შეფასებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სისტემაში აქამდე არსებული გამოწვევები ვერ აღმოიფხვრა.

საია წერს, რომ 2019 წელს მოსამართლეების წარდგენის წესზე კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით, პროცედურები გამჭვირვალე გახდა, თუმცა საბჭოს მიერ წარდგენილი პრეტენდენტები არა დამსახურების, არამედ ლოიალობის ნიშნით შეირჩნენ.

"ახალმა რეგულაციებმა ხელი ვერ შეუშალა კლანს, პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები პერსონები გაეგზავნა", — წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა "კლანს" პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა.

ასევე, საიას შეფასებით, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეები მეტწილად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებიან თანამდებობეზე (კანდიდატებისთვის არ არის გათვალისწინებული გასაჩვრების მექანიზმები, გასაუბრებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს).

ანგარიშის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ "კლანი" საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს.

ორგანიზაციის შეფასებითვე, ნარჩუნდება სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა.

ანგარიშის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ "კლანი" საბჭოს კონტროლს იყენებს თანამდებობაზე მისადმი ლოიალური პირების დასანიშნად და, მათი მეშვეობით, გავლენის შესანარჩუნებლად.

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, თუმცა საია-ს აზრით ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში "კლანი" ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.