სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებისას 2-ს კრიტიკული შეუსაბამობა დაუდგინა.

"სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში აღინიშნა. სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს", — წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სასადილოების შემოწმება მუდმივად მიმდინარეობს: მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა.