თიბისის მობაილბანკი უკვე ინტერნეტის დახარჯვის გარეშე მუშაობს — გაიგეთ მეტი
მობილურ ინტერნეტს ერთი საყურადღებო თვისება აქვს — შეიძლება ზუსტად მაშინ ამოიწუროს, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. ამ დროს კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ მობაილბანკში შესასვლელად და მეგაბაიტების შესაძენად ის ინტერნეტი გჭირდება, რომელიც უკვე აღარ გაქვს.
პრობლემის გადასაჭრელად და ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად თიბისიმ სიახლე დანერგა — აქ და ახლა, მობაილბანკით სარგებლობა ინტერნეტის ბალანსის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებელს მობილურ ტელეფონში ინტერნეტი — ე.წ. Cellular data უნდა ჰქონდეს ჩართული, თუმცა, აპლიკაციის გამოყენებას ის ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებს. ამ თემაზე უფრო მეტს თიბისის ციფრული ბანკინგის განვითარების ხელმძღვანელი თეა კობახიძე გვიყვება.
თიბისის მობაილბანკი — მარტივი ცხოვრება ნაკლები ბარიერებით
თიბისის მობაილბანკს 600 000 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა ნაწილი რეგიონებში ცხოვრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში დღემდე რჩება ტერიტორიები სადაც WiFi საერთოდ არაა ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, თიბისის მომხმარებლების ნაწილი მსგავს რეგიონებში ცხოვრობს. მათთვის, აპლიკაციით სარგებლობისთვის, მობილური ინტერნეტის ქონა აუცილებელი პირობაა, რაც დამატებით ფინანსებსაც მოითხოვს. მობაილბანკის ინოვაციური ფუნქცია მომხმარებლების ამ სეგმენტსაც აარიდებს თავიდან საზრუნავს და გამოუვალი სიტუაციებიდანაც თავის დაღწევას უხერხულობის გარეშე შეძლებენ.
თუმცა, სიახლე მხოლოდ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს არ ეხებათ. როგორც თეა აღნიშნავს, არაერთ მომხმარებელთან ინტერვიუს დროს მოუსმენიათ და თავადაც ბევრჯერ დამდგარან მსგავსი პრობლემის წინაშე. "ამიტომ გავიაზრეთ, რომ მობილური ინტერნეტის მოხმარება მობაილბანკის აპლიკაციისთვის ბარიერი იყო და ვეცადეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მობაილბანკის უწყვეტ რეჟიმში სარგებლობის საშუალება ინტერნეტის დახარჯვის გარეშე მიგვეცა. დარწმუნებული ვართ, სიახლე მათ კიდევ უფრო გაუმარტივებს სასურველი მომსახურების მიღებას", — ამბობს თეა კობახიძე.
სიახლის დანერგვას, რომლის პროცესშიც მობაილბანკის და დეველოპერების გუნდი იყო ჩართული, 2 თვე დასჭირდა. ის საქართველოში არსებულ სამივე მობილურ ოპერატორზე გაიტესტა და ყველა ქსელის მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
თეა აღნიშნავს, რომ ამ სიახლით მომხმარებელთა ქცევა იცვლება — მობაილბანკით სარგებლობისას მათ არ მოუწევთ დამატებით ბარიერზე, ინტერნეტის ქონაზე ფიქრი და ნებისმიერი ქმედების ან ოპერაციის შესრულება მათ მობილურ ინტერნეტს არ დაუხარჯავს.
"ეს დიდი კომფორტია მომხმარებლებისთვის. ისინი გამოუვალ სიტუაციებში განსაკუთრებით იგრძნობენ, თუ როგორ გაუმარტივდათ და შეეცვალათ აქამდე არსებული ქცევა", — ამბობს ის.
თიბისის მობაილბანკი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული, რამდენიმე თვის წინ განახლდა. მაშინ თიბისიმ მომხმარებლების მხრიდან წამოსული უკუკავშირის მიხედვით ზუსტად ამოიცნო, რომ მობაილბანკი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ "ფინანსების სამართავი აპლიკაცია". ეს არის აპლიკაცია, რომელსაც ვსტუმრობთ მანამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ და რომელიც გვეხმარება, გავიგოთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად.
მობაილბანკი მუდმივად ახლდება და თიბისი აპირებს, აპლიკაციას კიდევ არაერთი ფუნქცია დაამატოს. "რამდენიმე დღეში მომხმარებლებს მობაილბანკიდან კომუნალური გადასახადების დაჯგუფება და ერთიანად გადახდა შეეძლებათ, რაც, ასევე, ძალიან გაუმარტივებს მათ ცხოვრებას", — ამბობს თეა.
მანამდე კი, აქ და ახლა, ინტერნეტის ბალანსის გარეშე მობაილბანკის გამოსაყენებლად მხოლოდ აპლიკაციის განახლებაა საჭირო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები