მესტიის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან მე-3 ვერტმფრენი ჩაერთო.

უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის სვანეთში 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობს. ასევე, სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი.

ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.