EMC-მ, ლგბტ აქტივისტის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს უჩივლა
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2016 წლის 17 მაისს, ლგბტ აქტივისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა.
EMC მიიჩნევს, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სავარაუდოდ, დაირღვა:
- კონვენციის მე-3 მუხლი - წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა;
- კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება;
- კონვენციის მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
- კონვენციის მე-11 მუხლი - შეკრების თავისუფლება;
- კონვენციის მე-13 მუხლი - უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე;
- კონვენციის მე-14 მუხლი - დისკრიმინაციის აკრძალვა;
ორგანიზაცია განმარტავს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აიდაჰო-ს დღეს ლგბტ პირების შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა. EMC მიიჩნევს, რომ მთავრობა ლგბტ თემის მიმართ აგრძელებს არასეკულარულ და დისკრიმინაციულ პოლიტიკას:
"რაც გამოიხატა სახელმწიფოს მიერ ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის აქციის ჩატარებისთვის არაადეკვატური ალტერნატიული სივრცეების შეთავაზებაში, აქტივისტებთან შეკრების სივრცის შერჩევასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებასა და უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების თაობაზე დაპირების არ მიცემაში."
განაცხადის თანახმად, ლგბტ აქტივისტებმა 2016 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საჯარო ღონისძიების შესახებ შესაბამის სახელმწიფოს უწყებებს თითქმის ერთი თვით ადრე მიმართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი გარანტიების მიცემა მოსთხოვეს. თუმცა, 2016 წლის 4 მაისს, შეკრების ორგანიზატორებთან გამართულ შეხვედრაზე შსს-მ მოსალოდნელი მაღალი ძალადობრივი რისკების გამო, სრულიად გამორიცხა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე პუშკინის სკვერში შეკრების ჩატარების შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, რომ პუშკინის სკვერში სხვა შეკრებები არ იყო დაგეგმილი. აიდაჰო-ს შეკრების ორგანიზატორებმა, პუშკინის სკვერში შეკრების გამართვასთან დაკავშირებით 2016 წლის 5 მაისს გაგზავნილ მათ ოფიციალურ შეტყობინებაზე თბილისის მერიიდან პასუხი მხოლოდ 23 მაისს მიიღეს, რომელშიც მერია თემს ალტერნატიული ადგილის შერჩევას და ახალი ლოკაციის შეტყობინებას სთხოვდა.
EMC ასევე მიიჩნევს, რომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების დახატვის გამო, 6 ლგბტ აქტივისტი კანონის მოთხოვნების დარღვევით და აგრესიული ფორმებით დააკავეს:
"მიუხედავად იმისა, რომ მათი დაკავება მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების გამო განხორციელდა, რაც მხოლოდ 50 ლარის ჯარიმის სახით სანქციას ითვალისწინებს, მათი 12-საათიანი დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა და მათი არაფორმალური დასჯის ფორმას წარმოადგენდა."
EMC-ის ცნობით, დაკავებულებს არც ერთ ეტაპზე არ განემარტათ უფლებები და არ მიეცათ ადვოკატთან/ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა. ასევე, ინციდენტის დროს დააკავეს ერთ-ერთი აქტივისტის მეუღლე იმ პირობებში, როცა ის საერთოდ არ მონაწილეობდა სტენსილების მომზადებაში, საპატრიარქოსთან მოშორებით თავისივე მანქანაში იჯდა და მეუღლეს ელოდებოდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება არც შსს-ს გენერალური ინსპექციასა და არც პროკურატურას არ მოუხდენია.
"ძალადობის შეწყნარების პოლიტიკით და საჯარო შეკრების უფლების ფაქტობრივი გაუქმებით სახელმწიფომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზებულ ჯგუფებს საჯარო სივრცის პრივატიზების საშუალება მისცა და მათ ჰომოფობიური მესიჯების გავრცელებისთვის ისეთი სივრცე შეუქმნა, სადაც ალტერნატიული, ანტიჰომოფობიური აზრის გაჟღერება მოსალოდნელი ძალადობის შიშით წინასწარ შეზღუდულია."
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები