დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

7 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის კიდევ 5 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 აალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, მათ შორის 3 სატვირთო მანქანის მძღოლია.

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 958-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 903 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 202.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: