TikTok-ის მომხმარებლებმა გასპარ ნოეს Love ნეტფლიქსის ჰიტად აქციეს
2015 წელს საფრანგეთში მოღვაწე არგენტინელმა რეჟისორმა გასპარ ნოემ ეროტიკული დრამა Love გადაიღო, რომელმაც დიდი გამოხმაურება არა იმდენად კინოკრიტიკოსებში, რამდენადაც რიგით მაყურებლებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში ჰპოვა.
მათ შორის, ალბათ, ბევრს ახსოვს საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაწყებული საყოველთაო განხილვები, როცა შშს-მ გამოძიებაც კი დაიწყო, რათა კინოსურათში პორნოგრაფიული ნიშნები შეესწავლა.
მართალია, რამდენიმე წლით გვიან, მაგრამ TikTok-ის მომხმარებლებმაც აღმოაჩინეს გასპარ ნოეს ეს ფილმი და ის ახალი გამოწვევის შთაგონების წყარო გახდა: ყველაფერი bella_ashey-ის ვიდეოს შემდეგ დაიწყო, რომელშიც Love ნეტფლიქსის ცნობილ ეროტიკულ ფილმ 365 Days-ის შეადარა და ყველას მოუწოდა, თუ რაიმე მსგავსი ფილმის ხილვა სურდათ, აუცილებლად უნდა ენახათ გასპარ ნოეს ეს ნამუშევარიც.
"თუ უკვე ნახეთ 365 Days და მოგეწონათ, მაშინ ჩართეთ ნეტფლიქსზე Love და პირველი სცენის ხილვისას საკუთარ თავს ვიდეო გადაუღეთ. ზუსტად ფილმის დასაწყისიდანვე ჩაიწერეთ თქვენი რეაქცია და ყველას აჩვენეთ ის", — ამბობს ის ვიდეოში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი.
ამ გამოწვევას TikTok-ის მრავალი მომხმარებელი აჰყვა: ისინი ლეპტოპებსა თუ ტელევიზორებში ფილმს რთავენ და პირველივე კადრების ხილვისას თავიანთ რეაქციებს იღებენ. ამან უამრავი ადამიანი გაამხიარულა.
იმის გამო, რომ ყველას აინტერესებდა, თუ რატომ ჰქონდათ ასეთი უცნაური სახე TikTok-ის ვიდეოებში ფილმის ხილვისას მაყურებლებს, სიყვარული ნეტფლიქსის ჰიტი გახდა: ფილმი 2015 წელს გამოვიდა, ნეტფლიქსის პლატფორმაზე 2017 წელს დაემატა და მხოლოდ 2020 წელს მოახერხა ამდენი მაყურებლის დაინტერესება.
ნეტფლიქსმა ამ წლის დასაწყისიდან დაიწყო ყველაზე ხშირად ნანახი ფილმებისა თუ სერიალების ჩამონათვალის ყოველდღიურად გამოქვეყნება თავის პლატფორმაზე და როგორც Variety წერს, გასპარ ნოეს კინოსურათიც ტოპ ათეულში მოხვდა.
მათ, ვისაც უნახავთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა გრეის 50 ელფერი და 365 დღე, ეგონათ, რომ ვეღარაფერი გააოცებდა, თუმცა ნეტფლიქსის ტოპ ათეულში მოხვედრილმა სიყვარულმა ნამდვილად შეძლო ეს.
მართალია, TikTok-ის გამოწვევა თავიდანვე იმას ისახავდა მიზნად, რომ ფილმის დასაწყისი ენახათ მსურველებს და მხოლოდ ამ მონაკვეთის შესაბამისი რეაქციები ჩაეწერათ ვიდეოში, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, ბევრმა ფილმის ყურების მეტად გაგრძელება მაინც ვერ შეძლო.
გასპარ ნოეს ამ ფილმის ლიცენზია აშშ-ში ნეტფლიქსს აგვისტომდე აქვს, შესაბამისად, იქაურ მაყურებლების არც ისე ბევრი დრო აქვთ, რომ ამ მოულოდნელად გაპოპულარულებული ფილმის ნახვა მოასწრონ.
თუმცა ვინ იცის, იქნებ, რეიტინგი ისე აიწიოს, რომ ნეტფლიქსის მესვეურებმა კიდევ უფრო დიდხანს დატოვონ ფილმი თავიანთ პლატფორმაზე.
ნეტავ, რა იქნება შემდეგი, რასაც TikTok-ის მომხმარებელი ტრენდულად აქცევენ?
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
კომენტარები