ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) და NASA-მ ახალი ფოტო გაავრცელეს, რომელიც 2 ივლისს ჰაბლის ტელესკოპის მიერაა გადაღებული. მასზე უნიკალური სპირალური გალაქტიკა NGC 2775 დეტალურადაა აღბეჭდილი.

ESA-ს მიხედვით, გალაქტიკა ფანტელისებრია, რაც ნიშნავს, რომ მას თითქოს ბუმბულებით დაფარული, "ფუმფულა" გარეგნობა აქვს. ESA-ს მიხედვით, მსგავსი გარეგნობა მიგვანიშნებს, რომ ამ გალაქტიკაში დიდი ხანია, ვარსკვლავების ჩამოყალიბება არ მიმდინარეობს. მისი ტოტები გაზის ღრუბლებისგანაა წარმოქმნილი, რომლებიც გალაქტიკის ბრუნვასთან ერთად ვრცელდება.

ფოტო: NASA

NGC 2775-ს ცენტრში გამორჩეულად განიერი ამოზნექილობა აქვს, სადაც ვარსკვლავები არ არიან. გალაქტიკის სიცოცხლის ადრეულ პერიოდში მისი ცენტრი სავსე იქნებოდა გაზით, რაც შემდეგ ვარსკვლავებად გარდაიქმნა, თუმცა როგორც ფოტოზე ჩანს, დროთა განმავლობაში ისინი ცენტრიდან გამოირიყნენ.