ქალი, რომელმაც იტალიური ტრადიცია უგულებელყო და მოძალადეზე არ იქორწინა
2017 წელს იტალიელმა მსახიობმა და რეჟისორმა აზია არჯენტომ საჯაროდ დასდო ბრალი ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებაში, რასაც იტალიური საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
"იტალია დანარჩენ სამყაროს ძალიან ჩამორჩება ქალთა მიმართ დამოკიდებულების მხრივ", — უთხრა მშობლიური ქვეყნის პრესას ამ ფაქტით გაღიზიანებულმა მსახიობმა.
50 წლის წინ იტალია შეძრა ერთი ქალის მამაცმა მცდელობებმა, შეწინააღმდეგებოდა ქვეყნის დამოკიდებულებას გაუპატიურების მსხვერპლთა მიმართ, რაც, სამწუხაროდ, დღემდე რელევანტურია.
1966 წელს ფრანკა ვიოლა გახდა პირველი იტალიელი ქალი, რომელმაც სასამართლოში გაასაჩივრა კულტურული კონვენცია, რომელიც მას აიძულებდა, ექორწინა კაცზე, რომელმაც ის გააუპატიურა. მთელი ერის მზერა ვიოლასკენ იყო მიმართული, ტრიბუნიდან მოძალადისადმი მისი მიმართვა კი სხვა ქალებისთვის გამაერთიანებელ შეძახილად იქცა, რომ მისი მაგალითისთვის მიებაძათ.
ვიოლა ფერმერთა ოჯახში გაიზარდა სიცილიაში, ალკამოში. 1963 წელს 6 თვის განმავლობაში ის ხვდებოდა ფილიპო მელოდიას — მაფიასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ახალგაზრდას — სანამ საბოლოოდ არ დაშორდა. ფილიპომ შემდეგი წელი გერმანიაში გაატარა, იქიდან დაბრუნებულმა კი ვიოლასგან ხელმეორე უარის მიღების შემდეგ ძალადობრივ გზებს მიმართა იმ იმედით, რომ კანონი მის მხარეს იყო.
მელოდიამ ვიოლას მამის სახლიდან გასვლას დაუცადა, შემდეგ კი თავის 15 მეგობართან ერთად შეიჭრა და ვიოლა გაიტაცა. გატაცებული შორეულ ფერმაში იყო დატყვევებული კვირაზე მეტით, რომლის განმავლობაშიც მელოდიამ ის გააუპატიურა.
ტრადიციულად, ასეთი შემაძრწუნებელი დანაშაული მოძალადეს ეპატიებოდა, თუკი მოგვიანებით წყვილი შეუღლდებოდა "გამამრთელებელი ქორწინებით" — კაცს ძალადობა მიეტევებოდა, ქალი კი "ღირსებას" აღიდგენდა. ეს მარტოოდენ არაფორმალური ტრადიცია არ იყო და იტალიური სისხლის სამართლის კოდექსის არაორაზროვან გამონაკლისს წარმოადგენდა.
ნაცვლად ამისა, ვიოლამ მელოდიას სასამართლოში უჩივლა გატაცებისთვის, სექსუალური ძალადობისა და მუქარისთვის.
პროცესი ნამდვილი სენსაცია იყო ალკამოში და მის საზღვრებს გარეთ. სასამართლოს შესახებ გამართულ დებატებზე უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, რაც მოგვიანებით New York Times-მა გააშუქა სათაურით "სიცილიელ ფრანკას თაყვანისმცემლები არ ჰყავს".
ამ მოვლენების ცენტრში ყოფნის მიუხედავად, საზოგადოების ნარატივმა გადაფარა ვიოლას ფიქრები და მიზნები საკითხთან მიმართებით. გაზეთებში მას მოიხსენიებდნენ, როგორც "ნაზს", "მოხდენილსა" და "ლამაზს".
საბოლოოდ, მელოდია დამნაშავედ ცნეს და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (მოგვიანებით გასაჩივრდა და შემცირდა ათამდე), მის შვიდ თანამზრახველს კი — ოთხწლიანი.
1967 წლის მაისში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ვიოლა, სამართლიანობის პიონერი, როგორც ჩანს, "განწირული იყო შინაბერობისთვის". იტალიურ ტელევიზიაში განხილვისას ადგილობრივი კაცები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ვიოლამ დიდებული სიმამაცე გამოიჩინა, თუმცა პირადად ვერცერთი მათგანი ვერ გამოიჩენდა იმავე სიმამაცეს მასზე დასაქორწინებლად.
"ტრადიციისადმი მისმა წინააღმდეგობამ მას შემდეგ სულ მცირე კიდევ ოთხი სხვა სიცილიელი გოგონა შთააგონა", — აღნიშნა The Times-მა.
მომავალ წელს საგაზეთო სტატიების სათაურები აბსოლუტურად განსხვავებული იყო.
1968 წლის დეკემბერში — მხარდამჭერთა სიმრავლის ასარიდებლად დილით ადრე გამართულ ცერემონიაზე — 20 წლის ფრანკა ვიოლამ იქორწინა თავის ბავშვობის მეგობარზე, 25 წლის ჯუზეპე რუისიზე.
იტალიის პრეზიდენტმა მათ საქორწილო საჩუქრის სახით $40 (დღეისთვის დაახლოებით $250) გაუგზავნა, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა კი ახალდაქორწინებულებს მატარებლით მგზავრობის ერთთვიანი უფასო აბონემენტი გადასცა.
მელოდია ციხიდან გაათავისუფლეს 1976 წელს და მაფიასთან კავშირების გამო სიცილიიდან განდევნეს. ორი წლის შემდეგ ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მოდენაში.
ფრანკა დღემდე ალკამოში ცხოვრობს თავის ქმართან, ორ ვაჟსა და შვილიშვილებთან ერთად.
იტალიელმა რეჟისორმა მარტა სავინამ ვიოლას ამბავს ხორცი შეასხა 15-წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც 2017 წელს ტრიბეკის კინოფესტივალზე გაეშვა.
სავინასთვის Viola, Franca (2017) იყო იმის საშუალება, გადაეწერა ის "სიბრძნეები", რომლებმაც თავის დროზე ვიოლას მამაცი გადაწყვეტილება გადაფარა. ეს შესრულდა წამყვანი ქალი მსახიობის, კლაუდია გუსმანოს, ფიზიკური ექსპრესიულობის გზით — მისი ერთადერთი ფრაზა ფილმში იყო სიტყვა "არა".
"მიჩვეულები ვართ, რომ ლიდერები და ის ადამიანები, რომლებიც ცვლიან ისტორიას, ასეთი პირდაპირი და ღიად მოსაუბრე ხალხია", — თქვა სავინამ. მას სურდა, ეჩვენებინა, რომ ვიოლა, რომელიც საყოველთაო ყურადღების მიღმა ცხოვრობდა, საკუთარი ბრძოლის მისაბაძ მოდელად რჩება.
მოკლემეტრაჟიან ფილმში ასევე ნაჩვენებია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კაცების მხარდაჭერა სექსუალურად მოძალადე სხვა კაცების პასუხისგებაში მისაცემად. "ოჯახი და განსაკუთრებით მამამისი ვიოლას ძალიან დაეხმარნენ", — თქვა სავინამ.
2017 წლის დეკემბერში Viola, Franca ალკამოში გაეშვა, სადაც ფრანკა ვიოლამ ფილმი პირველად იხილა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები