უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აუზები და სპორტდარბაზები შესაბამისი შემოწმების შემდეგ გაიხსნება. ამის შესახებ პრემიემინისტრის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. აღნიშნული დაწესებულებების შემოწმება ხვლადიდან დაიწყება.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიწყებენ ფუნქციონირებას, მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შრომის ინსპექციის კონკრეტულ შემოწმებას. შრომის ინსპექცია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს იმ რეგულაციებს, რა რეგულაციებიც იარსებებს ამ ორგანიზაციებისთვის", — განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ჯადნაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, აღნიშნული სექტორისთვის რეკომენდაციები დღეს გამოქვეყნდება. მისი განმარტებით სპორტული დარბაზებისთვის შემდეგი რეკომენდაციების დაცვა იქნება საჭირო:

  • ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება 1 ადამიანის დაშვება,
  • ვენტილაციას მიენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა — უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი წესი იქნება პროტოკოლით დადგენილი,
  • დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება,
  • საშხაპეები ერთამანეთისგან შესაბამისი ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი,
  • კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით თითოეული ადამიანისთვის,
  • პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით,
  • ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას წესდება ლიმიტი და არაუმეტეს 10 ადამიანით მოხდება პროცედურის წარმართვა.

რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა კოლიბაქტერიებზე იქნება მოთხოვნა და გადახრის შემთხვევაში უკვე მიკრობიოლოგიური კვლევა ჩატარდება. ასევე, შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალების გამოყენება და ყოველი გამოყენების უნდა მოხდეს შეზლონგების დეზინფექცია.