რუსეთში ფემინისტი მხატვრის დაკავებას Instagram-ზე ფოტოპროტესტი მოჰყვა
ლონდონში მცხოვრებმა რუსმა ფოტოგრაფმა ემი ამერიკამ პროტესტის ნიშნად გაშიშვლებული ქალების ფოტოები ფემინისტი მხატვრის, იულია ცვეტკოვას, მხარდასაჭერად გამოაქვეყნა. ცვეტკოვას რუსეთში სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა "პორნოგრაფიული მასალების წარმოებისა" და "ჰომოსექსუალური პროპაგანდის" გავრცელებისთვის მას შემდეგ, რაც მხატვარმა სოციალური მედიის გვერდებზე თავისი ნახატები განათავსა.
ფოტოსესია მოიცავს ქალების 10 ფოტოს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა გადაღებული. ამით ფოტოგრაფი მონაწილეობს ინსტაგრამის ფლეშმობში, რომლის ფარგლებშიც ფემინისტი და LGBTQ აქტივისტები პოსტავენ სექსუალიზებისგან დაცლილ თავიანთ შიშველ ფოტოებს ცვეტკოვას საქმის ცნობადობის გასაზრდელად.
ცვეტკოვა 2019 წლის ნოემბერში მას შემდეგ დააკავეს და დააჯარიმეს, რაც მან შიშველი ქალების ნახატები ისეთი წარწერებით გამოაქვეყნა, როგორიცაა "ქალებს სხეულზე ცხიმი აქვთ — და ეს ნორმალურია".
წარწერები მარცხნიდან მარჯვნივ:
ქალებს აქვთ სხეულზე თმა — და ეს ნორმალურია;
ქალებს აქვთ მენსტრუაცია — და ეს ნორმალურია;
ქალებს აქვთ სხეულზე ცხიმი — და ეს ნორმალურია;
ქალებს აქვთ ჭაღარები და ნაოჭები — და ეს ნორმალურია;
ქალებს არ აქვთ იდეალური კანი — და ეს ნორმალურია;
ქალებს აქვთ კუნთები — და ეს ნორმალურია;
ფოტო: Yulya Tsvetkova
ამ ნახატის გამო იულიას ე.წ. გეი პროპაგანდის გავრცელებას ედავებიან. ნახატზე წარწერაა: "ოჯახი იქაა, სადაც სიყვარულია. მხარი დაუჭირეთ ლგბტ ოჯახებს".
ფოტო: Yulia Tsvetkova
9 ივნისს ბრალმდებლებმა დაადასტურეს, რომ ცვეტკოვა სასამართლოში წარდგებოდა სამართალდარღვევისთვის, რასაც ხალხის მხრიდან აღშფოთება და პროტესტი მოყვა. თუკი მხატვარს დამნაშავედ ცნობენ, მას 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
"მინდოდა, დავხმარებოდი მათ, ვისაც [ფლეშმობში] მონაწილეობა უნდოდა, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ [გადაეღოთ თავიანთი ფოტო], ან მათთვის უხერხული იყო საკუთარი თავის გადაღება. ამიტომ დავპოსტე სთორი, რომელშიც ვამბობდი, რომ გავაკეთებდი დამოუკიდებელ ფოტოსესიებს ნებისმიერისთვის, ვისაც სურდა იულია ცვეტკოვას მხარდაჭერა", — განუცხადა ემი ამერიკამ The Calvert Journal-ს.
"როგორც მხატვრები, ქალები და ადამიანები — ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, დამთრგუნველია. ახალ-ახალ სასამართლო საქმეებში ისინი აპატიმრებენ ახალგაზრდა აქტივისტებს, რათა დაგვაფრთხონ და შეგვაშინონ. ასეთ დროს ყველაზე ძლიერმოქმედი გაერთიანება და ერთად დგომაა", — დაამატა ფოტოგრაფმა.
ფოტო: Emmie America
ფოტო: Emmie America
ფოტო: Emmie America
ფოტო: Emmie America
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები