საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) 2018 წლიდან ახორციელებენ პროექტს "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად".

პროექტის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში გაცნობითი შეხვედრა ჩატარდება 10 ივლისს, 16:00-18:00 ქალაქ თელავში, (ნადიკვარი ტერასა, ნადიკვარის ქ.21) დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული..

შეხვედრის მიზანია ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პოპულარიზაცია.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ და საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრა გაგრძელდება პოეტისა და პროზაიკოსის, გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციით თემაზე - "სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიული გამოცდილება საქართველოში".

პროექტი "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში.