ქუთაისში, რიონში მეხანძრე-მაშველები ახალგაზრდა კაცს ეძებენ. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, 112-ზე დღეს დილით შევიდა შეტყობინება, რომ კაცი მდინარეში დაიკარგა.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია იმერეთის 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი, ასევე, სპეც ტექნიკა — დრონი და ექო ლოტი, რომლითაც ფსკერის სკანირება ხდება.