საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის საგამოცდო ცენტრში მივიდა. პრეზიდენტის თქმით, პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული ცენტრი დაათვალიერა და "ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს".

"მინდა მივულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს გამოცდებს, მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი არის ცოტა განსხვავებული, ამ პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციები არის და მე მგონი ძალიან კარგად მიმდინარეობს, შიგნითაც ვიყავი და ვნახე ყველაფერი ის, რაც არის მომზადებული, რომ მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე ამ პირობებში და მე მგონი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

პირველი დღე, როცა აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც არის საწყისი შემდგომი ცხოვრების. მომავალი ამ ქვეყნის არის ამ აბიტურიენტების ხელში. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს ყველას მომავალს განაპირობებს და მათ მომავალს პირველ რიგში. ასე რომ წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!", — თქვა ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდებზე დისტანციის დაცვით და პირბადით იმყოფებოდნენ.