დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

6 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 2 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალი შემთხვევა ისევ სატვირთოს მძღოლებს უკავშირდება და შემოტანილია.

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 953-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 828 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 192.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: