ახალი კანონი — ჰონგ-კონგის ბიბლიოთეკებიდან პრო-დემოკრატი ავტორების წიგნები და ნაშრომები ამოიღეს
უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის ფარგლებში ჰონგ-კონგის საჯარო ბიბლიოთეკებიდან შესამოწმებლად მოხმარებიდან ამოიღეს პრო-დემოკრატიული და პეკინის მაკრიტიკებელი ავტორების წიგნები. როგორც ოფიციალური უწყებები აცხადებენ, წიგნების შინაარსი კანონთან შესაბამისობაზე უნდა შეამოწმონ.
ბოლო პერიოდში ჰონგ-კონგის ახალი საპროტესტო ტალღა სწორედ უსაფრთხოების კანონს უკავშირდება. როგორც დემონსტრანტები და მათი ლიდერები აცხადებენ, აღნიშნული კანონი ავტონომიას ზღუდავს და პრინციპს "ერთი ქვეყანა — ორის სისტემა" არღვევს.
სხვადასხვა საკითხის გარდა, აღნიშნული კანონი სეპარატიზმის მოწოდებისთვისა და სიძულვილის გაღვივებისთვის ადამიანს სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.
ჰონგ-კონგის საჯარო ბიბლიოთეკებიდან ამოღებულია დემონსტრაციების ერთ-ერთი ლიდერის, ჯოშუა ვონგის ორი წიგნი. ასევე, ხელმიუწვდომელია პოლიტიკური თეორეტიკოსის, ჩინ ვანის ექვსი ნაშრომი, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიას ეხება.
"კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ აწესებს ცენზურას როგორც კონტინენტურ ჩინეთში, ისე ამ საერთაშორისო ფინანსურ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წიგნები ბევრად უფრო ადრე გამოქვეყნდა, ვიდრე ექსტრადიციის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციები დაიწყებოდა, ისინი მაინც ცენზურას დაექვემდებარა", — განაცხადა ჯოშუა ვონგმა.
ჰონგ-კონგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ტონგ კა-ვა ამბობს, რომ ბიბლიოთეკებიდან წიგნების ამოღება არავის უფლებას არ არღვევს.
"არასწორი და უკანონო იქნება სახელმწიფო დაწესებულებებს წაეხალისებინათ ისეთი ტექსტების კითხვა, რომელსაც შეუძლია ადამიანს კანონის დარღვევისკენ უბიძგოს, ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ მათი ბიბლიოთეკიდან ამოღება არასწორია", — განაცხადა მან.
ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში 30 ივნისს შევიდა. როგორც კანონის კრიტიკოსები ამბობენ, ის ფართომასშტაბიან უფლებას აძლევს ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიაში ადამიანის უფლებები შეზღუდოს. ამავე დროს, ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი საგარეო ჩარევისგან ქვეყნის დაცვისთვისაა აუცილებელი.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ ჰონგ-კონგის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბრიტანეთის ზღვისიქითა პასპორტი აქვთ, საიმიგრაციო სისტემა შეიცვლებოდა. მათ საშუალება ექნებათ, ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის დამატებითი უფლება მოიპოვონ და რამდენიმე წელში მოქალაქეებიც გახდნენ.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები