ვიდეო ზარისას შხაპის მიღების გამო ესპანელმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა
ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში დასაქმებულ მერის მრჩეველს თანამდებობიდან გადადგომა მას შემდეგ მოუწია, რაც ოფიციალურ ონლაინ შეხვედრაზე ვიდეო ზარის პარალელურად შხაპის მიღება გადაწყვიტა.
ვიდეო ჩართვაში მუნიციპალიტეტის პრობლემას განიხილავდნენ და მას ჟურნალისტები და მოქალაქეები უყურებდნენ. როცა დილით დაწყებული შეხვედრა შუადღეს გადაცდა, ბერნარდო ბუსტილომ, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და მეორე პროფესიით ცურვის ინსტრუქტორია, თქვა, რომ მეორე სამსახურში წასვლამდე შხაპის მიღებას ვეღარ ასწრებდა.
პრობლემის გადაჭრა მან მულტითასქინგით გადაწყვიტა და აბაზანაში კომპიუტერით შევიდა. შემდეგ ჩათის ეკრანი მინიმუმამდე დააპატარავა, რომ ბანაობის პარალელურად შეხვედრისთვის მოესმინა.
თუმცა, როგორც ყველაზე კოშმარულ სიზმრებში ხდება, მას კამერა ჩართული დარჩა და მუნიციპალიტეტის პრობლემის განხილვისას, ეკრანის კუთხეში მისი ბანაობის კადრები გავიდა, თუმცა კადრების დიდი ნაწილი ორთქლის გამო დაბურულია. თანამშრომლები ბერნარდოსთან დარეკვას და გაფრთხილებას ცდილობდნენ, თუმცა წყლის ხმამ მისი მობილურის ზარის ხმა დაახშო.
დისკომფორტი მას შემდეგ გაიზარდა, როცა ის შხაპიდან გამოვიდა. "სწრაფად უთხარით რამე", "ნუთუ ვერ გამოვრთავთ?" — ისმოდა დაბნეული თანამშრომლების ხმა. პრობლემა ქალაქის მერმა გადაჭრა და შეხვედრა დროზე ადრე დაასრულა.
როცა სოციალურ ქსელებში მომხდარის განხილვა დაიწყო, ბერნარდომ განაცხადა, რომ მას ეს "უწყინარი ტექნიკური შეცდომა" არ აღელვებდა, თუმცა გული ერთ რამეზე წყდებოდა:
"ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სამსახურში ნახევრად შიშველმა გავატარე, რადგან მოცურავეების მწვრთნელი ვარ და ჩემი სიშიშვლის არასდროს მრცხვენოდა. თუმცა, გული მწყდება, რომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დასასრული სწორედ სიშიშვლესთანაა დაკავშირებული, არადა, ეს არც იმხელა პრობლემაა, როგორიც ბევრს ჰგონია".
მან ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც აღნიშნული ინციდენტით დისკომფორტი შეექმნა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები